0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ ოკუპირებული ცხინვალში დაკავებული ბავშვები გაათავისუფლა

ჩამოტვირთვა

შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს, იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მიერ, „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, უკანონოდ დაკავებული 5 მოზარდი გათავისუფლდა. რუსმა სამხედროებმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე. წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით, საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში ჯონჯოლის საკრეფად წასული 11 მოქალაქე ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ოსური მილიციის თანამშრომლებმა ისინი ჯერ ზნაურში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ ცხინვალის იზოლატორში მოათავსეს. ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, 1 მაისს უკანონოდ დაკავებული ხუთივე მოზარდი ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს დილით გაათავისუფლეს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები დანარჩენი დაკავებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები