მსოფლიო
საია: „პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა“
2013-05-02 12:30:32
ჩამოტვირთვა
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" არ გამორიცხავს, რომ ახალგაზრდული აქციის მონაწილეთა მიმართ პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას. საია მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განმარტება არ იძლევა საქმის დეტალურად შეფასების საშუალებას. საია აღნიშნული ფაქტების შესწავლას აგრძელებს, ამასთან, გამოთქვამს მზადყოფნას, შესაბამისი სამართლებრივი დახმარება გაუწიოს აქციის დროს დაზარალებულ პირებს.
კომენტარები