პოლიტიკა
დაპირისპირება პარლამენტთან - დავითაშვილის ახალი სკანდალი
2013-05-01 12:25:22
ჩამოტვირთვა
ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ სადაც საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დარჩენის მომხრეები შეიკრიბნენ ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებთან კობა დავითაშვილი გავიდა, რასაც დეპუტატსა და შეკრებილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. "თქვენ ახალაიებო" - ასე მიმართა დავითაშვილმა აქციის მონაწილეებს, რომლებმაც დეპუტატს ასევე სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს.
„ნუ წაგვართმევ პარლამენტს“, - ამ მოწოდებით საინიციატივო ჯგუფის წევრები პარლამენტთან აქციას დილიდან მართავენ.
ორგანიზატორები აქციაზე ყველა იმ მოქალაქეს იწვევენ, ვინც თვლის, რომ პარლამენტი ქუთაისისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას უმრავლესობა იმ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შემდეგ გეგმავს, რომლის მიხედვით, კონსტიტუციით საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობა არ განისაზღვრება.
კომენტარები