მსოფლიო
70 პატიმარი აღდგომას სახლში შეხვდება
2013-04-27 18:24:46
ჩამოტვირთვა
შეწყალების კომისიამ რეკომენდაცია 81 პატიმარზე გასცა. როგორც კომისიის დღევანდელი სხდომის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ აღნიშნა სასჯელის განახევრების რეკომენდაცია 10 პატიმარზე გაიცა, ხოლო 71-ზე - გათავისუფლების.
კომისიის რეკომენდაციები პრეზიდენტს გადაეგზავნება და, როგორც ელენე თევდორაძე ვარაუდობს, შეწყალებული პატიმრები დაწესებულებებს სააღდგომოდ - 4 მაისს დატოვებენ.
ამასთან, მაისში კიდევ ერთი სხდომა ჩატარდება და შეწყალებულები საპატიმროებიდან 26 მაისსაც გათავისუფლდებიან.
კომენტარები