მსოფლიო
ბაღდადში საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლას პოლიციის უფროსი ახდენს?
2013-04-27 16:21:21
ჩამოტვირთვა
ბაღდათის პოლიციის უფროსი საარჩევნო პროცესში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაცია ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა და გამოაქვეყნა ორი ფოტოსურათი, სადაც აღნიშნული ფაქტია ასახული. შსს ამ ინფორმაციას უარყოფს.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა თქმით, ფოტოებზე გამოსახული ნაცრისფერი ავტომანქანა, პოლიციის უფროსს ეკუთვნის. ამასთან, ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია თევდორაძემ განაცხადა, რომ ბაღდათში, დაფიქსირდა შემთხვევა სადაც ადგილობრივი პოლიციის უფროსი ზეწოლას ახდენდა საარჩევნო კომისიის წევრებზე. კერძოდ, დაფიქსირებულია, როგორ ისვამდა მანქანაში პოლიციის უფროსი საარჩევნო კომისიის წევრებს და სათითაოდ ესაუბრებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
კომენტარები