0 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასჯელაღსრულების #16-ე დაწესებულებიდან 13 თანამშრომელი დაითხოვეს

ჩამოტვირთვა

თვითნებობისა და დირექტორისადმი დაუმორჩილებლობის გამო სასჯელაღსრულების #16-ე დაწესებულებიდან 13 თანამშრომელი გათავისუფლდა, ხოლო ორს საყვედური გამოეცხადა - ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროში გუშინ საღამოს გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს პრესსპიკერმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა. როგორც ირკვევა, #16-ე დაწესებულების 15 თანამშრომელმა დაარღვია ხელმძღვანელის სიტყვიერი განკარგულება და თვითნებურად გახსნეს საკნის კარი, რომელიც გამოიყენეს პირადი სარგებლობისთვის. ამის შემდეგ, დაუმორჩილებელი პირები გასაუბრების მიზნით დაიბარეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოში, მათ კი მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიმართ აგრესია და უნდობლობა გამოხატეს, ასევე უარი თქვეს ახსნა–განმარტების მიცემაზე. გარდა ამისა, მათ გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს ხდებოდა დაწესებულების თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა სამსახურიდან, რითაც მათ ხელი შეუშალეს დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. მოტყუებული თანამშრომლები წაიყვანეს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან პროტესტის გამოხატვის მიზნით. კორძაიას ინფორმაციით, დასკვნა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები