პოლიტიკა
პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა
2013-04-27 12:58:12
ჩამოტვირთვა
აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და ზოგადად რეგიონში არსებული ვითარება შეაფასეს და მიმდინარე მოვლენები განიხილეს.შეხვედრისას, საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შეეხო და ყურადღება აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გაამახვილეს.
მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას, ჯოზეფ ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ამ თვალსაზრისით, პროგრესი დამოკიდებულია დამოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნებასა და დაწყებული რეფორმების გაგრძელებაზე.
კომენტარები