პოლიტიკა
ნაძალადევის 36-ე უბანი დაგვიანებით გაიხსნა
2013-04-27 12:19:48
ჩამოტვირთვა
საქართველოს სამ - ბაღდათის, სამტრედიისა და ნაძალადევის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე აღინიშნა, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
ცესკო-ს სპიკერის, ეკა აზარაშვილის განმარტებით, ყველა უბანზე ხმის მიცემა დროულად, 08:00 საათზე დაიწყო, გარდა ნაძალადევის საარჩევნო ოლქის 36-ე უბნისა, რომელიც 20 წუთის დაგვიანებით გაიხსნა.რაც შეეხება საარჩევნო უბნებს, ნაძალადევში 99 უბანია, ბაღდათში- 28, სამტრედიაში კი - 50. ამომრჩეველი ხმის მიცემას 08:00 საათიდან 20.00 საათამდე შეძლებს .
კომენტარები