პოლიტიკა
შსს-მ „ოპიუმი"-ს შემცველი 5,565 კგ ყაყაჩო ამოიღო
2013-04-27 12:03:15
ჩამოტვირთვა
კახეთის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა თელავში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით 1961 წელს დაბადებული გელა ა.დააკავეს.
ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას 1,765 კგ ყაყაჩოს ნამჯა, ხოლო თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში 3,8 კგ ყაყაჩო ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 5,565 კგ „ოპიუმი"-ს შემცველი ყაყაჩო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს.
კომენტარები