პოლიტიკა
უნივერსიტეტის შენობის მერიისთვის გადაცემა „დამანგრეველი და არაცივილიზებულია“
2013-04-26 14:06:35
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის მერიისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას გადახედოს.
ამასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს
„ამ დღეებში საქართველოს ახალი მთავრობის კატასტროფული გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვე - აღარ განათავსონ ქვეყნის ყველაზე გრანდიოზულ შენობაში უნივერსიტეტი და მის ნაცვლად იქ შეასახლონ ბათუმის მერია. თუ მთავრობას განათლების ახალი კერის გაჩენა ასე მხოლოდ იმიტომ აღიზიანებს, რომ ის ჩემს სახელს უკავშირდება, ამ შენობის გაყიდვა შეეძლოთ და ბათუმის ბარაკების მცხოვრებთათვის ბინების მიცემა .სამწუხაროდ, მიწევს იმის თქმა, რომ ეს გადაწყვეტილება დამანგრეველი და არაცივილიზებულია და მიმართულია ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც თალიბებისგან უფრო იქნებოდა მოსალოდნელი, ვიდრე 21-ე საუკუნის ევროპული ქვეყნის მთავრობისგან. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას!", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
კომენტარები