0 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სასჯელაღსრულების სამინისტრო ქუთაისში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს

ჩამოტვირთვა

სასჯელაღსრულების სამინისტრო ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 1976 წელს დაბადებული მსჯავრდებული სასჯელს 260-ე მუხლით იხდიდა. სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი ჩართული იყო "მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის მკურნალობის" პროგრამაში. "2013 წლის 14 აპრილს 22:00 საათზე მსჯავრდებულმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა", - აცხადებენ სამინისტროში. გავრცელებული ინფორმაციით კი პატიმარი ქუთაისის ციხეში ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა და ის ციხის ე.წ. მაყურებელიც იყო. ინფორმაციის თანახმად ქუთაისის #2 ციხეში ნარკოტიკული საშუალებები თავისუფლად შედის, რასაც ე.წ. მაყურებლები მოიხმარენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები