0 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ ძიება შეწყდა

ჩამოტვირთვა

ლუკა კურტანიძის მიერ თემურ ყაზარაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება შეწყდა. ამ ინფრომაციას შინაგან სამქეთა სამინისტროზე დაყრდნობით „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ავრცელებს. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება საქმეზე სისიხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო მიიღო. პოლიციის აკადემიის პრორექტორმა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კურტანიძემ, ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი 2013 წლის 30 იანვარს ცემა. ყაზარაშვილის თქმით კურტანიძე მას ფიზიკურად იმიტომ გაუსწორდა, რომ მწვრთნელების გათავისუფლებაზე ხელი არ მოაწერა. ამის შემდეგ შსს–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა შემდგომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში განაცხადა, რომ ყაზარაშვილსა და კურტანიძეს შორის მომხდარი დაპირიპირება მხოლოდ პირადი კონფლიქტი იყო და სამართალდამცავების ჩარევას არ საჭიროებდა. „თქვენ როგორ გგონიათ, თემურ ყაზარაშვილს ფიზიკურად რომ გავსწორებოდი, როგორ მდგომარეობაში იქნებოდა? ამდენს ვერ ილაპარაკებდა. მაგას თვალზე აქვს პრობლემა და შეიძლება სიბნელეში რაღაცას მიეჯახა და რაღაც დაბეჟილობა აქვს“ – განაცხადა ლუკა კურტანიძემ ინციდენტზე კომენტირებისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები