პოლიტიკა
ივანიშვილმა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი სტრასბურგში ლანჩზე დაპატიჟა
2013-04-24 13:10:17
ჩამოტვირთვა
“ეხლა ზუსტად დავადგინე რომ საკუთარ ლანჩზე, რომელზეც ოპოზიციის წევრებს გვეკუთვნოდა დასწრება (და გუშინ თინა ხიდაშელი დაგვპირდა, რომ აუცილებლად ვიქნებოდით, მაგრამ რა თქმა უნდა, არ ვიყავით) ივანიშვილმა დაპატიჟა პუშკოვი. არადა თედო ჯაფარიძეც კი ფრთხილობდა მასთან შეხვედრას. რა ქვია ეხლა ამას?“ - წერს თავის ფეისბუქზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი, რომელიც სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.
კანდელაკი განმარტავს,რომ ალექსეი პუშკოვი არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაში რუსეთის დელეგაციის თავჯმდომარე და საქართველოსადმი ერთ-ერთი ყველაზე აგრესიულად განწყობილი რუსი პოლიტიკოსი, რომელიც აგრესიულად გამოდის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარებისა და ჩვენი დევნილებისათვის დაბრუნების უფლების ჩამორთმევის ლოზუნგებით.
კანდელაკის თქმით, საგარეო პოლიტიკაში ქართული ოცნების ზოგადი მიდგომა ნათლად ჩამოყალიბდა: საქართველოს მტრებთან (ან სკეპტიკოსებთან) მეგობრობა და საქართველოს მეგობრებთან ჩხუბი.
კომენტარები