0 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სუბარი ბრალდებებს, ბრალდებებით პასუხობს.

ჩამოტვირთვა

სოზარ სუბარმა მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა. მისი განცხადებით ქუთაისის ციხის მტავარ ექიმს, მამუკა მდივანს რომელმაც სკანდალური ინფორმაცია გაახმაურა უცნაური მოთხოვნები ქონდა. მდივანს სურდა, რომ პატიმრების მიმართ დამოკიდებულება ამერიკული მოდელით მომხდარიყო. სამშობლოში დაბუნებამდე მამუკა მდივანი შეერთებული შტატების ციხეში მუშაობდა, სადაც პატიმრები ექიმთან ბორკილდადებულები მიყავდათ. სოზარ სუბარის წინააღმდეგ ბრალდებები მამუკა მდივანმა გაზეთ ქრონიკისთვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა. მისი თქმით ოფიცრებს ციხეში ფორმა არ აცვით, მათი და პატიმრების უფლებები გათანაბრებულია. მამუკა მდივანი ქუთაისის ციხეში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სოზარ სუბარს აკისრებს. მისი თქმით ის ზედმეტად სუსტია. დღესვე სასჯელარასრულების მინისტრი ე.წ. მაყურებლების თემას შეეხო უარყო და აღნიშნა რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მან მაყურებლების მფარველბის გამო ქსნის ციხეში 5 თანამშმელი გაათავისუფლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები