მსოფლიო
სერჟანტი გიორგი ლაბაძე გაზეთ "საქართველოს და მსოფლიოსგან" ბოდიშის მოხდას ითხოვს
2013-04-22 17:29:08
ჩამოტვირთვა
2012 წლის ნოემბრამდე საგურამოს ცალკეული კავშირგაბმულობის ბალატიონის საშტაბო ასეულის შეიარაღების სერჟანტი და აგვისტოს ომის მონაწილე გიორგი ლაბაძე გაზეთ "საქართველოს და მსოფლიოს" ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს და ბოდიშის მოხდას ითხოვს.ლაბაძე ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს. როგორც ლაბაძემ აღნიშნა, 18 აპრილს გაზეთმა გამოაქვეყნა მისი ინტერვიუ. მისი თქმით, აღნიშნულ ინტერვიუში მოყვანილი ფაქტები და მაგალითები დამახინჯებულია და შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.
კომენტარები