პოლიტიკა
კოალიცია “საზოგადოებრივი ინიციატივას“ ოფისზე თავდასხმა მოხდა
2013-04-19 23:15:06
ჩამოტვირთვა
კოალიცია “საზოგადოებრივი ინიციატივას“ ოფისზე თავდასხმა მოხდა.დახლოებით 21:30 წუთზე ორგანიზაციის ოფისში, 6 პიროვნება შეიჭრა, რომლებიც დანებით იყვნენ შეიარაღებული. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ კოალიციის წევრებს.„თავდასხმა უკავშირდება დღეს, ორგანიზაციის მიერ გადადგმულ ნაბიჯს. ორგანიზაციის ყველა წევრი შეუერთდა 19 აპრილის აქციას, იმ იდეით, რომ იზიარებენ ევროპულ კურსს კოალიციის წევრების ინფორმაციით თავდამსხმელები, აგრესიას არ მალავდნენ, ერთ–ერთი განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩეოდა. აფიქსირებდა, რომ იყო ყოფილი პატიმარი, რომელიც ამნისტიით გამოუშვეს და არ დაუშვებს, ორგანიზაციის წევრების ოფისში მისვლას.
კომენტარები