პოლიტიკა
19 აპრილის აქციას მხარდაჭერას EPP-ს ლიდერი ვილფრედ მარტენსი უცხადებს
2013-04-19 14:08:15
ჩამოტვირთვა
,,19 აპრილის აქციას მხარდაჭერას უცხადებს ვილფრედ მარტენსი", -ამის შესახებ უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ,,ფეისბუქსი" გვერდზე წერს: „აქციას მიმართვას უგზავნის ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, ბელგიის ცხრა სხვადასხვა მთავრობის პრემიერ-მინისტრი და ევროპის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსი ვილფრედ მარტენსი. მარტენსი მხარდაჭერას უცხადებს ნაციონალურ მოძრაობას და აყალიბებს იმ ნაბიჯებს, რომელიც დღევანდელმა მთავრობამ უნდა გადადგას იმისათვის, რათა საქართველო არ ჩამოცილდეს ევროპულ გზას!"- წერს გიორგი კანდელაკიდა მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
კომენტარები