პოლიტიკა
საპატრულო პოლიცია აქციაში მონაწილეების მანქანებს აღრიცხავს
2013-04-19 13:44:42
ჩამოტვირთვა
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური სია აქვთ, სადაც იმ ავტომანქანების სახელმწიფო ნომრები და მძღოლების ვინაობაა მითითებული, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე მიდიან. ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს და ტერიტორია მაშინვე დატოვეს, როგორც კი დაინახეს, რომ სიის გადაღებას ცდილობდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციაში მონაწილეობის მისაღებად კახეთიდან ძირითადად გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები და პარტიის 40–მდე აქტივისტი წავიდნენ, სულ 60–მდე ადამიანი. აქციის მონაწილეებს კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი ხელმძღვანელობდნენ. როგორც გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, დღევანდელ აქციაში მონაწილეობის მიღება „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა მხარდამჭერებსაც სურდათ, თუმცა ისინი, ვინც დასაქმებულები არიან, ხელმძღვანელებმა გააფრთხილეს, რომ თბილისში არ წასულიყვნენ.
კომენტარები