პოლიტიკა
"საჯარო სამსახურებში აქციაზე წასვლას უკრძალავენ"
2013-04-19 13:27:45
ჩამოტვირთვა
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ დღევანდელ აქციაზე რეგიონებიდან მომავალი კოლონების გადაადგილებას პოლიცია ხელს არ უშლის. ისინი შეუფერხებლად მოდიან თბილისისკენ.თუმცა ნადირაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საჯარო დაწესებულებებში და კერძოს სტრუქტურებში კვლავ დადის ზედამხედველობის სამსახური და ხელს აწერინებენ ადამიანებს, რომ დღევანდელ აქციაზე არ წავიდნენ.ნადირაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ დღევანდელ აქციას დაესწრებიან მაია სორდია და სოფო კვარაცხელია. ეს ადამიანები მესტიის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლები არიან, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლომ აღადგინა თანამდებობებზე.
კომენტარები