0 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი ბარათაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს

ჩამოტვირთვა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს.გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, გაუქმდა 4 მარტს სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბარათაშვილის გათავისუფლების შესახებ.ბარათაშვილს აღდგენასთან ერთად, აუნაზღაურდება ის ხელფასი, რაც გათავისუფლებიდან დღემდე ეკუთვნოდა, საუბარია 5 500 ლარზე.შეგახსენებთ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 4 მარტის გადაწყვეტილებით, გიორგი ბარათაშვილი გათავისუფლდა გენერალური დირექტორის თანამდებობიდან, თუმცა, ბარათაშვილმა ბორდის გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია და სასამართლოში სარჩელი შეიტანა.სარჩელი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მოამზადა. საიას ცნობით, ბორდი არ იყო უფლებამოსილი 9-კაციანი შემადგენლობით მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მიეღო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები