პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი_ ჩვენი ხალხი კომუნიზმის საფრთხის წინაშე დგას
2013-04-13 14:29:04
ჩამოტვირთვა
ჩვენი ხალხი ახლა კომუნიზმის საფრთხის წინაშე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონელ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ახალი მთავრობა წინა ხელისუფლების მიერ აშენებულის "დანგრევის პროგრამით" მოვიდა, რასაც ის ხელს უშლის.
ჩვენი ხალხი ახლა კომუნიზმის საშიშროების წინაშე დგას. ჩვენ გვყავდა კანდიდატი, რომელმაც ხალხს უთხრა – თქვენ შეგიძლიათ ისხდეთ სახლში და არ იმუშაოთ, რა საჭიროა მუშაობა?! – ჩვენ შეგინახავთო. ჩვენ კი პირიქით, ხალხს ვეუბნებოდით, რომ მეტი და მეტი უნდა ვიმუშავოთ, უნდა განვვითარდეთ. სწორედ ამიტომ არ მოვწონდით მათ. ჩვენ მხოლოდ დემოკრატიის გზით გადავჭრით ჩვენს პრობლემებს, რადგან დემოკრატია გვაყალიბებს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
კომენტარები