მსოფლიო
გუგავა– კორძაიას დებატებში იწვევს და წარსულს ახსენებს
2013-04-12 16:32:10
ჩამოტვირთვა
„პრემიერ–მინისტრის კიდევ ერთი აფიორა’’ ამ განცხადებით აი-ტი-ვის მედიაკლუბში ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ხელისუფლების მხრიდან აგრო სესხების გაცემის საკითხს ეხმაურება. გუგავას თქმით სესხების გაცემის სანაცვლოდ ხელისუფლება გლეხების მიწას იპოთეკით ტვირთავს. ლეიბიორისტების განცხადებით, არ არის გამორიცხული მათი უმეტესობა ახლო მომავალში ბანკების ხელში აღმოჩნდეს. ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, მის ოპონეტს ქართული ოვნებიდან თამარ კორძაიას სატელევიზიო დებატებში იწვევს. გუგავას განცხადებით თუ კორძაია პარლამენტში აღმოჩნდება ის ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას შეეცდება. გუგავას მტკიცებით 2010 წელს როდესაც კორძაია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი იყო, ბათუმში სექსუალური უმცირესობის კარნავალის გამართვას ცდილობდა. ტავად თამარ კორძაია გუგავას ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით მას ამ აღლუმთან შეხება საერთოდ არ ჰქონი.
კომენტარები