პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა
2013-04-12 15:50:33
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმას, ვიცე-პრემიერს იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა. შეხვედრა სტუმრის საპატივცემულოდ გამართული სადილის ფარგლებში შედგა. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა თავის გულისტკივილი ლეხ კაჩინსკის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველომ მისი სახით ერთგული მეგობარი დაკარგა. შეხვედრაზე, რომელიც იაროსლავ კაჩინსკის ინიციატივით შედგა, სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. თავის მხრივ იაროსლავ კაჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა. შეხვედრას საქართველოს პირველი ლედი და დელეგაციის წევრები დაესწრნენ.
კომენტარები