პოლიტიკა
„ოცნების“ აქტივისტის დაჯარიმებისთვის პატრულმა სამსახური დაკარგა
2013-04-11 17:03:20
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის საპატრულო პოლიციიდან გათავისუფლებული დავით ყოლბაიას ინტერესებს "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" ადვოკატი დაიცავს. ყოლბაიამ ,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგას" დახმარების მიზნით 2013 წლის 10 აპრილს მიმართა.
ყოლბაია და 30–მდე პატრულ–ინსპექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2012 წლის 30 ნოემბერს გაათავისუფლეს. ყოფილი სამართალდამცველი აცხადებს, რომ პატაკი სამსახურიდან წასვლის თაობაზე, ახალმა ხელმძღვანელობამ იძულებით დააწერინა.ყოფილი პატრულ–ინსპექტორი აცხადებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზის დასადგენად ზუგდიდის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს პაატა კაციას შეხვდა. ყოლბაიამ ფარული ვიდეო ჩნაწერი გავრცელა სადაც ჩანს თუ როგორ ემუქრება პრპკურატურით. არსებული ინფორმაციით კაცია შს მინისტრის მოდგილის ლევან იზორიას ახლო ნეთსავია რომელიც სარგებლობს თანამდებობით. დავით ყოლბაიას განმარტებით პაატა კაცია დათხოვნის საფუძვლად არარსებული ფაქტი დაასახელა. თითქოს ყოლბაიას , სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ნასვამი მძღოლი გაექცა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ის ასევე დამემუქრა, იმ შემთხვევაში თუ პატაკს არ დაწერდა საქმეს პროკურატურას გადასცემდა.
კომენტარები