მსოფლიო
მესტია ივანიშვილმა ჯაფარიძეების „კლანს“ გადააბარა
2013-04-11 16:41:24
ჩამოტვირთვა
უმცირესობამ „ქართული ოცნების“ მხრიდან ნეპოტიზმის ახალი ფაქტები გამოავლინა. გოგა ხაჩიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მესტიის გამგეობაში ახლადდასაქმებულთა საკმაოდ წარმომადგენლობითი სია გამოაქვეყნა. როგორც ხაჩიძე იტყობინება გამგეობაში მუშაობის დასაწყებად ერთად ერთი კრიტერიუმი მოქმედებს- დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან ნათესაური კავშირი ან მეგობრობა. მესტიის გამგებლად კაპიტონ ჟორჟოლიანის დანიშნვისთანავე გამგეობის აპარატიდან 16 თანამშრომელი დაითხოვეს, გათავისუფლებულია 16-დან 13 რწმუნებული და 32-დან 28 რწმუნებულის თანაშემწე. მათ ადგილბზე კი ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილები, რძალი, ცოლის ძმა და სხვა ნათესავები დაინიშნენ. სრულია სია გოგა ხაჩიძის ფეისბუქის გვერდზეა გამოქვეყნებული.
კომენტარები