მსოფლიო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე განმარტებას აკეთებს
2013-04-10 11:33:48
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ ქირურგებმა სააკაშვილის მხრის მოტეხილობა მეტალის ფირფიტების ჩადგმით დააფიქსირეს, ჭრილობაზე კი ექიმებს 40 ნაკერის დადება მოუწიათ. „პრეზიდენტს მარჯვენა მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა, რის გამოც კვირას ღამით დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. საერთო ნარკოზის ქვეშ რამდენიმესაათიანი ოპერაცია მას თურქმა პროფესორმა, გაუკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის ამერიკულ ჰოსპიტალში ინტენსიური მკურნალობის პირობებში ორი დღე გაატარა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
კომენტარები