მსოფლიო
ბაჩო ახალაიას სასამართლო სხდომა დღეს იმართება
2013-04-10 11:32:24
ჩამოტვირთვა
გიგი კალანდაძის, ბაჩო ახალაიას და მათთან ერთად ბრალდებულების სასამართლო სხდომა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. ახალაიას ადვოკატის განცხადებით, უცნობია, ბრალდების რომელი ეპიზოდის ირგვლივ დაკითხავენ მოწმეებს.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მოწმეები პროკურატურას სასურველ ჩვენებებს იმ მოტივით აძლევენ, რომ მათ სამსახურებში დაბრუნებას ჰპირდებიან. ადვოკატების თქმით პროკურატურა მოწმეებზე ზემოქმედებასაც ცდილობს.
კომენტარები