0 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს თურქ კოლეგას აბდულა გიულს ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში პირისპირ შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობა იყო. ორი ქვეყნის ლიდერებმა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებსაც საქართველო და თურქეთი ერთობლივად ახორციელებს. საუბარი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო. მიხეილ სააკაშვილსა და აბდულა გიულს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის შემდეგ ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში სამუშაო სადილიც გაიმართა, რომელსაც ორივე მხარის წარმომადგენლები გაფართოებული შემადგენლობებით დაესწრნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები