0 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვინ შეცვლის გია ბარამიას?

ჩამოტვირთვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამია თანამდებობიდან მიდის. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ დღეს განაცხადა, შესაბამისი განცხადებით ბარამიამ უმაღლეს საბჭოს უკვე მიმართა. "ნახევარი საათის წინ შემოვიდა გია ბარამიას განცხადება, რომელშიც წერს, რომ სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით გაგვათავისუფლეთო. ალბათ, ამ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, თავისი თავი გამოსცადოს სხვა სამუშაოზე", - აღნიშნა გვაზავამ. გია ბარამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ თითქმის ოთხი წელია, მუშაობს. ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის თანამდებობაზე, არაოფიციალური ინფორმაციით, ორი კანდიდატურა განიხილება. გია ბარამია შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრმა, დავით ფაცაციამ ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, იურისტმა ვახტანგ თორდიამ შეცვალოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები