0 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალაიას წინა სასამართლო პროცესი 15 აპრილს გადაიდო

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ბაჩო ახალაიას ბრალდებაზე წინა სასამართლო სხდომა 15 აპრილისთვის გადაიდო. რაც შეეხება დღევანდელ სხდომას , წინა სასამართლო პროცესის ფარგლებში ბრალდების მხარემ მტკიცებულებები წარადგინა. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცესი 15 აპრილისთვის განახლდეს. მოსამართლემ პროცესის გადადების მიზეზად დატვირთული გრაფიკი დაასახელა, რაც გაუგებარი აღმოჩნდა ბაჩო ახალაიას ადვოკატებისთვის. როგორც ადვოკატმა მალზახ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს პროცესის შემდეგ განუცხადა, სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს პროცესებს. რაც შეეხება ბრლადებას, ბაჩო ახალაიას და შს სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს ბრალად ედებათ 7 პოლიციელის წამება და არაადამიანური მოპყრობა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, ამასთან ბაჩო ახალაიას ბრალი წარდგენილი აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლითაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები