მსოფლიო
პატიმრის მამამ ბენზინი გადაისხა
2013-04-05 16:38:01
ჩამოტვირთვა
პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას მამამ, თამაზ კვარაცხელიამ შვილის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ბენზინი გადაისხა.
როგორც კვარაცხელიას ადვოკატმა ნათია სირაძემ აღნიშნა, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ვერ მიიღო ზომები, რომ მძიმე ავადმყოფი პატიმარი კვარაცხელია საპატიმროდან გათავისუფლებულიყო. მისივე თქმით, პაპუნა კვარაცხელია 2011 წელს ყაჩაღობისა და ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის დააკავეს და 19 წელი მიუსაჯეს. ადვოკატის განმარტებით მერვე საპყრობილეში სასტიკი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად პატიმარს ტვინის სიმსივნე განუვითარდა, რის გამოც იგი უნდა გაეთავისუფლებინათ.
პატიმრის მამასთან შესახვედრად სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე მივიდა. სწორედ მის თვალწინ გადაისხა თამაზ კვარაცხელიამ ბენზინი, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პატრულის თანამშრომლებმა მას თავის დაწვის უფლება არ მისცეს.
გიგა გიორგაძის განცხადებით, პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების ერთადერთი მექანიზმი პრეზიდენტის შეწყალებაა. გიორგაძის თქმით, ოჯახმა ან თავად პატიმარმა უნდა მიმართოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.
კომენტარები