პოლიტიკა
გუბაზ სანიკიძეს კარზე „სკოჩი“ აუკრეს
2013-04-05 13:14:43
ჩამოტვირთვა
ქუთაისის მერიაში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის კაბინეტი წებოვანი ლენტით - ე.წ. სკოჩით "აჭედეს". როგორც აქციის ორგანიზატორმა, შალვა კამლაძემ განაცხადა, გუბაზ სანიკიძე არჩევნების შემდეგ, ოქტომბრიდან დღემდე საერთოდ არ გამოჩენილა შენობაში და შესაბამისად, არც კაბინეტში ყოფილა. მისივე თქმით, გუბაზ სანიკიძეს კანონი ავალდებულებს სამ კვირაში ერთხელ მაინც შეხვდეს ქუთაისელებს, თუმცა თვეობით დადიან ადამიანები და მაჟორიტარი დეპუტატი ერთხელაც არ შეხვედრია.
პროტესტის ნიშნად შალვა კამლაძემ გუბაზ სანიკიძის სამუშაო კაბინეტსა და ტრაფარეტს, სადაც წერია - მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, წებოვანი ლენტი გადააკრა.
კომენტარები