0 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კულტურის სამინისტროში მრგავლი მაგიდა გაიმართება

ჩამოტვირთვა

მრგვალი მაგიდა რაბათის ციხის რესტავრაციის შესახებ დღეს,კულტურის სამინისტროში რაბათის ციხის კომპლექსზე განხორციელებულ სარესტავრაციო სამუშაოებზე იმსჯელებენ . მრგვალი მაგიდის თემაა "ახალციხის რაბათის კომპლექსი ისტორიული არქიტექტურის მეტამორფოზა". მრგვალი მაგიდის მიზანია, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ახალციხის რაბათის დღევანდელ მდგომარეობაზე.კულტურის სამინისტროს ცნობით, მრგვალ მაგიდას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მოადგილეები და ექსპერტები. ასევე ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საქართველოს კულტურის სამინისტრო რაბათის ციხის ტერიტორიაზე სამუშაობის ჩატარებას გეგმავს. როგორც კულტურის სამინისტროში განმარტავენ, ქართულმა მხარემ წინა ხელისუფლების დროს მისი რესტავრაციის ფარგლებში დაშვებული ხარვეზები უნდა გაასწოროს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები