მსოფლიო
პარლამენტი დღეს ელჩობის 5 კანდიდატზე იმსჯელებს
2013-04-05 11:35:51
ჩამოტვირთვა
საკანონმდებლო ორგანოში დღეს ელჩობის კიდევ ხუთ კანდიდატზე იმსჯელებენ. ელჩები საკუთარ ხედვას საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე წარმოადგენენ. პრეზიდენტმა ევროპის საბჭოში კონსტანტინე კორკელია, თურქეთში ირაკლი კოპლატაძე, ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე, აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე და ყაზახეთში ზურაბ პატარიძე. ელჩობის კანდიდატები დასამტკიცებლად პარლამენტის პლენარულ სხდომას სავრაუდოდ დღესვე წარედგინება.
კომენტარები