0 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მოსახლეობას ბენზინის 1 ლარით შემცირებას არ დავპირებივარ - კალაძე

ჩამოტვირთვა

საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე საპარლამენტო უმცირესობის კითხვებს პასუხობდა. საწვავის ფასი და მასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დაპირებები ენერგეტიკის მინისტრსა და უმცირესობის წევრებს შორის დებატების საგანი გახდა. დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა კახა კალაძეს სთხოვა აეხსნა, არის თუ არა ენერგომაფიის ბრალი ის ფასი, რაც საწვავზე აქამდე იყო და დღესაც არის. დეპუტატმა მინისტრს მიმართა განემარტა, რატომ არ იკლებს ბენზინის საფასური ერთი ლარით და ახლა სად მიდის ეს თანხა. ოპოზიციის საპასუხოდ კახა კალაძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი მოსახლესობას ბენზინზე ფასის არა 1 ლარით შემცირებას, ან მის განახევრებას, არამედ ზოგადად, ფასის დაწევას დაპირდა. მინისტრის თქმით, დღეითვის საწვავზე ფასი 10-15 თეთრითაა დაკლებული. კალაძის ეს პასუხი არ გაიზიარეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, რომელთა თქმით, ბენზინზე ფასის განახევრების პირობა მოსახლესობას თავად პრემიერ-მინისტრმა, ეკა ბესელიამ და გუბაზ სანიკიძემ მისცეს. "ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით სადღეისოდ საწვავის ფასში არანიარი ცვლილება არ არის და მისი საფასური იგივეა, რაც არჩევნებამდე იყო. ამის დასტურად დეპუტატმა ზურამ ჯაფარიძემ საქსტატი და მის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები დაასახელა. კალაძემ გაზის ტარიფებზეც ისაუბრა,მისი განცხადებით სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაზის ტარიფის გათანაბრებაზე მუშაობს. გარდა ამისა მინისტრმა კიდევ ერთი დაპირება გააჟღერა. მისი განცხადებით მთავრობა ახალი სახელმწიფო კომპანის შექმნას აპირებს რომელიც 2015 წლის დასასრულამდე მილიონ ორმოცდაათიათასი ოჯახის გაზიფიციერბას მოახერხებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები