პოლიტიკა
გიგი უგულავამ მეტეხის ძველ თბილისში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა
2013-04-04 17:39:36
ჩამოტვირთვა
თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს მეტეხის აღმართსა და ჯორბენაძის ქუჩაზე განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2012 წლის თებერვალში დაიწყო. ქუჩებზე აღდგენა-რეკონსტრუქცია 40 სახლს ჩაუტარდა. სამუშაოების ფარგლებში გამაგრდა სახლების საძირკვლი და კედლები, განხორციელდა ფასადების სრული რესტავრაცია და გადაიხურა შენობები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის კიდევ ერთი ქუჩა მიმზიდველ იერსახეს შეიძენს.
კომენტარები