პოლიტიკა
სასჯელაღსრულების #19 დაწესებულების დირექტორი გაათავისუფლეს
2013-04-04 16:45:49
ჩამოტვირთვა
სასჯელაღსრულების #19 ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულების დირექტორი კახაბერ გველესიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გველესიანი სამი დღის წინ მოხსნეს თანამდებობიდან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს. ჯერჯერობოთ უცნობია ვინ შეცვლის გველესიანს. სასჯელაღსრულების მინისტრისადმი სახალხო დამცველის რეკომენდაციაში მითითებულია, რომ #19 ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულებაში გამოკითხეს მსჯავრდებულები, რომლებიც აცხადებენ, რომ არასათანადოდ ეპყრობიან, არ აქვთ შესაბამისი მკურნალობა, ხოლო დაწესებულების დირექტორი მათ მოთხოვნებზე ცინიკურად და უხეშად რეაგირებს.
კომენტარები