პოლიტიკა
ომბუდსმენის დასკვნის სკანდალური შედეგები
2013-04-04 13:23:31
ჩამოტვირთვა
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ომბუდსმენის ანგარიშის ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალების გასაჯაროება დაუშვებელია. შაშკინის თქმით ობუდსმენმა დაუდასტურა რუსეთს,ის რაზეც წლების განმავლობაში საუბრობდნენ, თითქოს საქართველო ტერორისტების პლაცდარმია, სადაც მათ ამზადებენ და შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში გადაყავთ. მისივე განმარტებით საქართველოსთვის ძალიან ცუდია, როდესაც მთავრობა რუსული მხარის პოზიციას იმეორებს. ნანუაშვილის ანგარიშს უკვე ჩეჩნური მხარეც ეხმაურება. სკანდალური განცხადება პირველ რადიოსთან ინტერვიუში აჰმედ ზაკაევმა გააკეთა.
"სააკაშვილის გარემოცვას ევროპაში მცხოვრები ჩეჩნები საქართელოში ჩაყავდა და ამზადებდა, რათა შემდეგ მათი ჩრდილოკავკასიაში გადასროლა მომხდარიყო." -აღნიშნავს ზაკაევი. შაშკინმა ჩეჩენი საველე მეთაურის განცხადებაც შეაფასა.
კომენტარები