0 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრეზიდენტის ელექტრომობილი არასწორი პარკირებისთვის ავტოსადგომზე გადაიყვანეს

ჩამოტვირთვა

დღეს დილიდან ფორუმებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "სითი პარკის" თანამშრომლებმა პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გაჩერებული ქვეყნის პირველი პირის ელექტრომობილი დაცულ ავტოსადგომზე გადაიყვანეს. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ უწყინარი და საპირველაპრილო ხუმრობა აღმოჩნდა. ფორუმებზე წერდნენ, რომ სითი პარკის თანბამშრომლები პრემიერმინისტრის ბიზნესცენტრთანაც წავიდნენ და იმ შემთხვევაში თუ იქაც არასწორადა პარკირებული ავტომანქანები დახვდებოდათ, გაგზავნილი ჯგუფი ამ ავტომობილებსაც ავტოსადგომზე გადაიყვანდა. დამკვიდრებული ტრადიციით მსოფლიოში 1 აპრილს ერთმანეთს უწყინარ ტყუილებს ეუბნებიან. ზოგიერთ ქვეყანაში კი ამ დღეს "სულელების დღედაც" მოიხსენიებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები