პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები საკრებულოზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ
2013-03-29 18:08:29
ჩამოტვირთვა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები საკრებულოზე განხორციელებულ ზეწოლასა და საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლებაზე საუბრობენ. როგორც პავლე კუბლაშვილმა განაცხადა თბილისის საკრებულოზე ზეწოლამ, რომელშიც ძირითადად სამართალდამცველი ორგანოები არიან ჩართულნი, სისტემატური ხასიათი მიიღო. არგუმენტად უმცირესობის დეპუტატი დაკითხვაზე საკრებულოს 7 წევრის ერთდროულად დაბარებას ასახელებს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ამის შესახებ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა,მისი თქმით 1 ნოემბრიდან პირველ მარტამდე სამინისტროებიდან და რეგიონული თვითმმართველობის ორგანოებიდან 4000-ზე მეტი ადამიანი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
კომენტარები