0 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ბოქსიორი პოლიციის შეფი" - სცემა თუ არა თელიამ საია-ს მძღოლი?

ჩამოტვირთვა

თბილისის ფორუმსა და "ფეისბუქზე" აქტიურად ვრცელდება ვიდეო სახელწოდებით "ბოქსიორი პოლიციის შეფი". ვიდეო ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე 28 მარტს მომხდარ ინციდენტს ასახავს. მარცხენა მხარეს გაჩერებული შავი "მერსედესიდან" კრემისფერ ქურთუკში ჩაცმული საია-ს თანამშრომელი როინ ფარტენაძე ორ თანამშრომელთან ერთად გადმოდის, მარჯვენა მხრიდან კი მასთან სალაპარაკოდ შავ კოსტიუმში ჩაცმული აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია. საია-ს იურისტის გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, ქუჩაში მოძრაობისას მათ აჭარის პოლიციის უფროსმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მათი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა. საია-ს მძღოლი ფარტენაძე აცხადებს, რომ პოლიციის უფროსმა მისი მანქანაში ჩატენვა სცადა, რა დროსაც შეხლა-შემოხლის შედეგად პულოვერი გაეხა. აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა კი მომხდარი ამბავი დადგმულ პროვოკაციად შეაფასა. შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მერსედესის მარკის ავტომანქანის მძღოლმა როინ ფარტენაძემ მოძრაობის წესები დაარღვია და თელიას ავარიული სიტუაცია შეუქმნა. აღნიშნულ ფაქტს შსს–ს გენერალური ინსპექცია იკვლევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები