პოლიტიკა
„არ ვიცი რას მედავებიან“ – მელორ ვაჩნაძე
2013-03-29 16:51:20
ჩამოტვირთვა
ყოფილ პოლიტპატიმარს მელორ ვაჩნაძეს, რომელიც პოლიციამ ლაგოდეხის რაიონში 28 მარტს, საღამოს დააკავა, პოლიცია დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებს. ვაჩნაძე დაკავებისას კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ჩაწერა. სადაც დაკავებული ამბობს, რომ მას შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ორი კვირის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ დევნიან. ვაჩნაძე სამართალდამცველებმა საგზაო მოძრაობის წესების დაარღვის გამო დააკავეს, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. ახლა მელორ ვაჩნაძე გურჯაანის სამმართველოში იმყოფება.
კომენტარები