პოლიტიკა
რა შეხვედრა გაიმართა წუხელ ივანიშვილის ბიზნესცენტრში?
2013-03-29 16:32:36
ჩამოტვირთვა
პატრიოტულ-მართლმადიდებლური ორგანიზაცია "კავკასიონის" პრეზიდენტი ჰენრი დოლიძე "ფეისბუქში" ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მონაწილეობით გუშინ, ღამის საათებში დახურული შეხვედრა შედგა.
ვინც არ იცით, გუშინ(წუხელ) შედგა ბიძინა ივანიშვილის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს შეხვედრა თურქეთში მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და გახმაურებული აზიზიეს მეჩეთის თაობაზე. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით და საზოგადოების აზრის გათვალისწინებით ახალი მეჩეთის აშენება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თურქეთში მდებარე ქართულ, მართლმადიდებლურ, ტაძრებში ნებას დართავენ საქართველოს საპატრიარქოს აამოქმედოს წირვა-ლოცვა.
რაზეც თურქეთის მხარემ უარი განაცხადა... ასე რომ, ქართველი მუსლიმებისთვის მოხდება მეჩეთის ადგილზე გაფართოება.
მადლობა უწმინდესს, საზოგადოებას, აჭარის მწერალთა კავშირს და რა თქმა უნდა იმ პოლიტიკურ ფიგურებს, ვინც ასეთი გონივრული გადაწყვეტილება მიიღო-ნათქვამია დოლიძის განცხადებაში
კომენტარები