მსოფლიო
თბილისის საკრებულოს "ნაციონალი“ დეპუტატიები დაკითხვაზე დაიბარეს
2013-03-29 15:04:54
ჩამოტვირთვა
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 6 წევრი სამინისტროს საგამოძოებიო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს 3 საათისთვის ელოდებიან.მათ მოწმის სტატუსით დაკითხავენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის განცხადებით, რაც ბოლო პერიოდში ხდება საკრებულოს უმრავლესობის წევრების მიმართ, ყოველგვარ ზღვარს სცდება, ბრძოლის მეთოდები მრავალგვარია, ე.წ. გასაუბრებიდან დაწყებული, დაკითხვებით დამთავრებული
მათი განცხადებით დღევანდელი საკრებულოს სხდომის გამო, ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე 17.00 საათის შემდეგ მივლენ, კანონი მათ ამის საშუალებას აძლევს.
საგამოძიებო სამსახურში დღეს დაბარებულმა მამუკა გუგეშაშვილმა განაცხადა, რომ ბიუჯეტთან შეხება საერთოდ არ ჰქონია და მისთვის უცნობია, რა საკითხებზე სურთ მისი დაკითხვა.
კომენტარები