პოლიტიკა
გიორგი ონიანი პროკურატურის ზეწოლაზე საუბრობს
2013-03-29 13:54:25
ჩამოტვირთვა
თავისუფელბისა და მხარდაჭერის ცენტრის დამფუძნებელმა გიორგი ონიანმა ჟურნალისტებთან პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა. ონიანის განცხადებით გუშინს ის დაკითხვაზე 2008 წლის 29 სექტემბერს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაიბარეს. მზია ბორტიშვილის მკვლელობის ორგანიზატორი თამარ ბაშარაზე გიორგი ონიანს უჩივის. მსჯავრდებული, რომელიც მკვლელობისთვის 20 წლიან სასჯელს იხდის აცხადებს, რომ დაკითხვისას მან ხელზე სანთელი დააწვეთა. გიორგი ონიანი იმ დროისთვის შს ქ. თბილისის მკვლელობების განყოფილების უფროსი იყო. მისი განცხადებით თამარ ბაშარაძე მის კაბინეტში საერთოდ არ ყოფილა, ინფორმაციას ონიანის მაშინდელი თანამშრომლებიც ადასტურებენ.
კომენტარები