მსოფლიო
საია-ს თავმჯდომარე შსს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს
2013-03-29 11:28:57
ჩამოტვირთვა
საია-ს წარმომადგენლები ბათუმში, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურთან რჩებიან. მათ მთელი ღამე ადგილზე გაათენეს. საია-ს წარმომადგენლის განცხადებით, სწორედ ამ ჯიხურის სათვალთვალო კამერის საშუალებით არის შესაძლებელი ინციდენტის სრულად ასახვა.მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ავერსის" აფთიაქის ფარული კამერით გადაღებული კადრები გაავრცელა. საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები ინციდენტის რეალურ ვითარებას არ ასახავს. კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ეს კადრებიც შესწავლას საჭიროებს, რადგან, მისი თქმით, მასალაში რამდენიმე ადგილას წყვეტა არის. კახა კოჟორიძე იმ მასალის გამოქვეყნებას ითხოვს, რომელიც ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, საქმეში ადგილი აქვს მტკიცებულების გაქრობას, რომელიც ამოღებულია საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ. კოჟორიძე შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.
კომენტარები