მსოფლიო
"აი-სი-სი ჯორჯიას" ნარკოტიკული საშუალებების შემოტანაში ბრალი წაუყენეს
2013-03-28 14:19:34
ჩამოტვირთვა
განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს "აი-სი-სი ჯორჯიას" ბრალი წაუყენა.გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა კომპანიამ საფრანგეთიდან საქართველოში, სარფის საბაჟოს გავლით 300 კილოგრამი დამაძინებელი ყაყაჩოს თესლი შემოიტანა. ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებებს შეიცავს. საბაჟო სამსახურის თანამშრომლების მიერ იმპორტის ნებართვის გაცემის გამო, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილება.
კომენტარები