პოლიტიკა
აჭარის შს სამმართველოს უფროსს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ
2013-03-28 13:54:54
ჩამოტვირთვა
ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამ თანამშრომელსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას შორის დაპირისპირება მოხდა. საია-ს იურისტის გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, ქუჩაში მოძრაობისას მათ აჭარის პოლიციის უფროსმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მათი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა.
საია-ს მძღოლი როინ ფარტენაძე, რომელიც მანქანას მართავდა, აცხადებს, რომ პოლიციის უფროსმა მისი მანქანაში ჩატენვა სცადა, რა დროსაც შეხლა-შემოხლის შედეგად პულოვერი გაეხა. ხოლო აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს და აღნიშნავს, რომ ეს იყო დადგმული პროვოკაცია და კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროს პრესსამსახური გააკეთებს.
კომენტარები