0 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის უფროსად ქალი დაინიშნა

ჩამოტვირთვა

პირველად შეერთებული შტატების ისტორიაში საიდუმლო სამსახურს ქალი გაუძღვება. ბარაკ ობამამ ამ თანამდებობაზე ჯულია პირსონი დანიშნა. საიდუმლო სამსახურში პირსონი 1983 წლიდან მუშაობს. მანამდე კი ის ორლანდოს შტატში რიგითი პოლიციელი იყო. საიდუმლო სამსახურში 30 წლიანი კარიერის მიუხედავად მედიაში ჯულია პირსონის მხოლოდ ორი ფოტო მოიძებნა. საიდუმლო სამსახურის შეფის თანამდებობაზე პირსონმა მარკ სალივანი ჩაანაცვლა. სალივანის გადადგომას პრესა საიდუმლო აგენტების ირგვლივ ატეხილ სკანდალს უკავშირებს. ერთი წლის წინ კოლუმბიაში ობამას ვიზიტის მომზადებისას მისი დაცვის 13 წევრი და ხუთი სამხედრო მეძვებთან ერთად კარტაჰენის ერთ-ერთ სასტუმროში ერთობოდნენ. აგენტების ამორალური საქციელი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს პრეზიდენტის, მისი ოჯახისა და ყოფილი პირველი პირების დაცვა ასევე გარკვეული სახის ფინანსური გამოძიება ევალება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები