მსოფლიო
რუსმა მესაზღვრეებმა ახალგაზრდა დააკავეს
2013-03-27 17:26:06
ჩამოტვირთვა
კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე სოფელ კირბალში რუსმა მესაზღვრეებმა 18 წლის უშანგი დოთიაშვილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან აიყვანეს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავებული ახალგაზრდა ჯერ სოფელ ღრომში ჰყავდათ, შემდგომ კი ცხინვალში გადაიყვანეს.ადგილობრივი მოსახლეობა მომხდარის გამო შეშფოთებულია. არსებული ინფორმაციით, რომ ეს რუსი მესაზღვერეების მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქის დაკავების უკვე მე-15 ფაქტია.
კომენტარები